ინფორმაცია კომაროვის შაბათის სკოლის რეგისტრაციის შესახებ!

კომაროვის შაბათის სკოლის 2018 წლის სექტემბრის ჯგუფებისათვის ონლაინ რეგისტრაცია გაიხსნება 1 აგვისტოს 16:00 საათზე. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც ელექტრონულად, ასევე სკოლაში პერსონალის დახმარებით. დაწვრილებით ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ, რეგისტრაციის ლინკთან ერთად. 

 

კომაროვის სკოლაში უკვე 14 წელია ფუნქციონირებს შაბათის სკოლა, რომელიც ყოველწლიურად მეტი პოპულარობით სარგებლობს. შაბათის სკოლა ფუნქციონირებს მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მიმართულების სკოლად მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის. გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და 3 საათს გრძელდება. 


შაბათის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ.

 

კომაროვის სკოლა წარმატებებს გისურვებთ! 


ზემოთ